Tuesday, July 17, 2018

მეექვსე დღე
მეხუთე მოდულში გავეცანით რჩევებს და რეკომენდაციებს უკუკავშირისათვის და შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას და გავიგეთ თუ როგორ უნდა დავწეროთ პროცედურები: მასში ნათლად, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ
უნდა იყოს  ჩამოყალიბებული მიზნიდან გამომდინარე აქტივობები, შემდეგ ავტვირთეთ დრაივზე. გავეცანით მეექვსე მოდულს და ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეების და მასწავლებლების განსახორციელებელი აქტივობები. ვისწავლეთ უკუკავშირის გაზიარება დრაივზე. ვიუვერის რესურსებში ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკა და მოსწავლეთა შესაფასებლად (განმსაზღვრელი) შევადგინეთ პრეზენტაციის რუბრიკა. ავტვირთეთ დრაივზე ჩვენს საქაღალდეში. მივიღეთ დავალება -  დეტალურად ჩამოვაყალიბოთ მასწავლებლის და მოსწავლის შესასრულებელი პროცედურები.  

No comments:

Post a Comment