დღე 9
გავიმეორეთ დრაივში კითხვარისა და ანკეტის შექმნის და გამოყენების პროცესი.
რუბრიკებში ჩასწორებები მოვახდინეთ, საგნის მიხედვით მივანიჭეთ წონა თითოეულ კომპონენტს და გავიხსენეთ საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის წესი. გავასრულყოფილეთ სასწავლო პროექტის შვიდივე საქაღალდე.
ტრენინგის დასასრულს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები. განსაკუთრებით საინტერესო იყო რუსუდან მენაბდიშვილის "საიდან მოდის სილამაზე" ასევე ნ.ზურაბაშვილის პროექტი: ადამიანების დამოკიდებულება ცხოველებისადმი და თითქმის ყველას პროექტი იყო განსაკუთრებული.
ტრენინგი ნამდვილად საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. პროექტის შექმნის შესახებ
ნათელი და დეტალური წარმოდგენა ჩამოგვიყალიბდა.დიდი მადლობა ქ-ნ მანანას თქვენ ბრძანდებით სუპერ ტრენერი. ბევრი გულები თქვეეეეენ.
No comments:
Post a Comment