დღე 9
გავიმეორეთ დრაივში კითხვარისა და ანკეტის შექმნის და გამოყენების პროცესი.
რუბრიკებში ჩასწორებები მოვახდინეთ, საგნის მიხედვით მივანიჭეთ წონა თითოეულ კომპონენტს და გავიხსენეთ საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის წესი. გავასრულყოფილეთ სასწავლო პროექტის შვიდივე საქაღალდე.
ტრენინგის დასასრულს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები. განსაკუთრებით საინტერესო იყო რუსუდან მენაბდიშვილის "საიდან მოდის სილამაზე" ასევე ნ.ზურაბაშვილის პროექტი: ადამიანების დამოკიდებულება ცხოველებისადმი და თითქმის ყველას პროექტი იყო განსაკუთრებული.
ტრენინგი ნამდვილად საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. პროექტის შექმნის შესახებ
ნათელი და დეტალური წარმოდგენა ჩამოგვიყალიბდა.დიდი მადლობა ქ-ნ მანანას თქვენ ბრძანდებით სუპერ ტრენერი. ბევრი გულები თქვეეეეენ.
Wednesday, July 18, 2018
Tuesday, July 17, 2018
მეექვსე დღე
მეხუთე მოდულში გავეცანით რჩევებს და რეკომენდაციებს უკუკავშირისათვის და შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას და გავიგეთ თუ როგორ უნდა დავწეროთ პროცედურები: მასში ნათლად, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ
უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზნიდან გამომდინარე აქტივობები, შემდეგ ავტვირთეთ დრაივზე. გავეცანით მეექვსე მოდულს და ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეების და მასწავლებლების განსახორციელებელი აქტივობები. ვისწავლეთ უკუკავშირის გაზიარება დრაივზე. ვიუვერის რესურსებში ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკა და მოსწავლეთა შესაფასებლად (განმსაზღვრელი) შევადგინეთ პრეზენტაციის რუბრიკა. ავტვირთეთ დრაივზე ჩვენს საქაღალდეში. მივიღეთ დავალება - დეტალურად ჩამოვაყალიბოთ მასწავლებლის და მოსწავლის შესასრულებელი პროცედურები.
Saturday, July 14, 2018
Tuesday, July 10, 2018
Saturday, July 7, 2018
Thursday, July 5, 2018
Tuesday, July 3, 2018
დღე2
2 დღე
დღევანდელი დღე საინტერესო იყო, რადგანაც გავეცანით ერთმანეთის პროექტების შინაარსებს, რამაც მოგვცა მეტი ინფორმაცია. განვიხილეთ ასევე პროექტის კეთების მექამიზმი. დოკუმენტების შენახვა, სურათების და ტექსტების გადმოტანა.
Subscribe to:
Posts (Atom)