Wednesday, July 18, 2018

დღე 9

გავიმეორეთ დრაივში კითხვარისა და ანკეტის შექმნის და გამოყენების პროცესი.
რუბრიკებში ჩასწორებები მოვახდინეთ, საგნის მიხედვით მივანიჭეთ წონა თითოეულ კომპონენტს და გავიხსენეთ საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის წესი. გავასრულყოფილეთ სასწავლო პროექტის შვიდივე საქაღალდე.
ტრენინგის დასასრულს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები. განსაკუთრებით საინტერესო იყო რუსუდან მენაბდიშვილის "საიდან მოდის სილამაზე" ასევე ნ.ზურაბაშვილის პროექტი: ადამიანების დამოკიდებულება ცხოველებისადმი და თითქმის ყველას პროექტი იყო განსაკუთრებული.
ტრენინგი ნამდვილად საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. პროექტის შექმნის შესახებ
ნათელი და დეტალური წარმოდგენა ჩამოგვიყალიბდა.დიდი  მადლობა ქ-ნ მანანას თქვენ ბრძანდებით სუპერ ტრენერი. ბევრი გულები თქვეეეეენ.

Tuesday, July 17, 2018

8 დღე

ბლოგზე მასალების გადატანა/ატვირთვა გავიმეოროთ დეტალურად. შემდეგ დრაივში მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტის გეგმა. გავასრულყოფილეთ შვიდივე საქა- ღალდე და ავტვირთეთ ბლოგზე.
        ფასილიტაციისათვის შევქმენით ონლაინ კითხვარი გუგლ ფორმების გამოყენებით. მივიღეთ დავალება: დავამატოთ კითხვები კითხვარში. 
მეექვსე დღე
მეხუთე მოდულში გავეცანით რჩევებს და რეკომენდაციებს უკუკავშირისათვის და შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას და გავიგეთ თუ როგორ უნდა დავწეროთ პროცედურები: მასში ნათლად, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ
უნდა იყოს  ჩამოყალიბებული მიზნიდან გამომდინარე აქტივობები, შემდეგ ავტვირთეთ დრაივზე. გავეცანით მეექვსე მოდულს და ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეების და მასწავლებლების განსახორციელებელი აქტივობები. ვისწავლეთ უკუკავშირის გაზიარება დრაივზე. ვიუვერის რესურსებში ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკა და მოსწავლეთა შესაფასებლად (განმსაზღვრელი) შევადგინეთ პრეზენტაციის რუბრიკა. ავტვირთეთ დრაივზე ჩვენს საქაღალდეში. მივიღეთ დავალება -  დეტალურად ჩამოვაყალიბოთ მასწავლებლის და მოსწავლის შესასრულებელი პროცედურები.  

Saturday, July 14, 2018

დღე 7

მოსწავლეთა დიფერენციაციის მოდულს გავეცანით, მოვისმინეთ ჩვენი კოლეგის მიზნები და პროცედურები. ვიმსჯელეთ გარდნერის თეორიაზე ვიმუშავეთ ხარაჩოზე, ვისწავლეთ ბლოგის გამოქვეყნება და ა.შ

Tuesday, July 10, 2018

დღე მეხუთე
გავეცანით საავტორო უფლებებს
გავეცანით პრეზენტაციას
მოსწავლის ნაშრომის სექმნა

რელიგიები

Saturday, July 7, 2018

დღე 4
გავეცანით  ფასილიტაციას  პოვერ პოინტიდან ავტვირთეთ სლაიდ შოუ, გავიგეთ  მიზნიდან გამომდინარე აქტივობები და  განმავითარებელ შედეგებზე.